მთავრობის კეთილსინდისიერებით, ნატოს 14 და EU-ს 12 სახელმწიფოს ვუსწრებთ - ღარიბაშვილი

გამოქვეყნდა:

"საქართველო მთავრობის კეთილსინდისიერების 2022 წლის ინდექსით, მსოფლიოში 35-ე ადგილზე გავიდა და ევროპის ქვეყნების საუკეთესო ოცეულში დაწინაურდა. 

ევროპის ანტიკორუფციული ცენტრის  კეთილსინდისიერების ინდექსით, საქართველო მსოფლიოში 32-ე ადგილზე გავიდა და პოსტსაბჭოთა სივრცეში, ესტონეთის შემდეგ, მეორე ადგილი დაიკავა.

შედარებისთვის, წელს უკვე, აღნიშნული ინდექსის მიხედვით, მთავრობის კეთილსინდისიერების ინდიკატორით, ნატოს წევრ 14 და ევროკავშირის წევრ 12 სახელმწიფოს ვუსწრებთ." 

განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, სადაც მისი ხელისუფლების პროგრესზე, "ივანიშვილის დამსახურებით" ისაუბრა და არც 2012 წლამდე "9 წლიანი რეჟიმი" დავიწყებია. 
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი