"ობშიაკი" არ არის და ვერ იქნება, ფული მატერიალური სახით პატიმრებს არ აქვთ - მინისტრის მოადგილე CPT-ზე

გამოქვეყნდა:

არავითარი საერთო, ანუ "ობშიაკი" ვერ იქნება და არ არის პენიტენციურ სისტემაში - აცხადებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე, თორნიკე ჭეიშვილი, წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის [CPT] -ს ანგარიშზე საუბრისას. 

ჭეიშვილის თქმით, საქართველოს პენიტენციურ სისტემაში პატიმრებს ფული მატერიალური სახით არ აქვთ და სარგებლობა მხოლოდ მათთვის განკუთვნილი პლასტიკური  ბარათის მეშვეობით შეუძლიათ. 

"საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ბუნებრივია მსგავს ინფორმაციას არ ადასტურებს. ფაქტები ცხადყოფს იმას, რომ არავითარი საერთო, ანუ "ობშიაკი" ვერ იქნება და არ არის პენიტენციურ სისტემაში, ძალიან მარტივი მიზეზის გამო, რომ  ფული მატერიალური სახით პატიმრებს არ აქვთ. იქ არის მხოლოდ და მხოლოდ ბარათები, რომლითაც მათ შეუძლიათ კანონმდებლობით დაშვებული ნივთები შეიძინონ სპეციალურად ამისთვის განკუთვნილ მაღაზიებში. თითოეულ პატიმარს აქვს თავიანი ლიმიტი. არის კონკრეტული თანხა, რომელიც ყოველთვიურად შეუძლია აითვისოს...

როგორ უნდა ვილაპარაკოთ კრიმინალური სუბკულტურის გაძლიერებაზე, მაშინ როდესაც 2020 წელს, სხვათა შორის ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტმა არ დაადასტურა საქართველოში კრიმინალური  სუბკულტურის ფაქტი პენიტენციურ დაწესებულებებში" - ამბობს თორნიკე ჭეიშვილი

არაფორმალური კრიმინალური მმართველობა ქართულ ციხეებში, ე.წ. ქურდული სუბკულტურა, პრივილეგირებული პატიმრები"ობშიაკები" და გამოუძიებელი საქმეები - წამების პრევენციის ევროპული კომიტეტმა [CPT] ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის განხილვაც დღეს იმართება.

ამავე თემაზე:



 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი