თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტში, ფიტარეთის ღვთისმშობლის სახელობის მონასტერში დღევანდელი მიწისძვრის შედეგად ფრესკები ჩამოიშალა, - ამის შესახებ ინფორმაციას მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის ავრცელებს.
"11 ივლისს დილას მომხდარი მიწისძვრის შედეგად 4,8 ml და 4,5 ml მაგნიტუდა; სოფელი სამება - დმანისის მუნიციპალიტეტი ფიტარეთის ღვთისმშობლის სახელობის მონასტერში თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი ფრესკები კვლავ ჩამოიშალა", - ნათქვამია განცხადებაში
მათივე ინფორმაციით, ეს ფრესკების ჩამოშლის პირველი შემთხვევა არ არის და აღნიშნულთან დაკავშირებით, "საყდრისის კომიტეტმა" კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს მიმართა, თუმცა ამაოდ.
ფრესკები ჩამოიშალა 2 მაისის მიწისძვრის დროსაც, რის გამოც 5 მაისს “საყდრისის კომიტეტმა” ოფიციალური წერილით მიმართა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს და დაუყოვნებლივ ქმედითი ღონისძიებების გატარება მოითხოვა, თუმცა ამაოდ", - წერია განცხადებაში
შეგახსენებთ, დღეს დილით, საქართველოში რამდენიმე მიწისძვრა მოხდა.