"ქ-ნო კელი... ცალ ხელში ხმალი გვეჭირა, მეორეში კი - ყანწი" - გირჩი-მეტი თავისუფლება "სუბარის განცხადებას" ავრცელებს

გამოქვეყნდა:

"გირჩი-მეტი თავისუფლება" "ოცნებიდან" განდგომილების ყოველდღიური განცხადებებისა და წერილების წერას, შარჟით ეხმაურება და ამჯერად "სოზარ სუბარის განცხადებას" ავრცელებს: 

"ვრცელდება საქართველოს პარლამენტის წევრის, სოზარ სუბარის განცხადება (რომლის განთავსებაზეც რატომღაც უარი განაცხადა საქართველოს პარლამენტის ოფიაციალურმა გვერდმა)

"ქ-ნო კელი,

ვუერთდები რა ახალციხის, თერჯოლის, ჭიათურისა და ლაგოდეხის საკრებულოების (განსაკუთრებით ახალციხის) თავმჯდომარეთა მოადგილეების გულისწყრომას, მინდა გითხრათ შემდეგი:
იმ ქვეყნის შვილი გწერთ, რომელსაც უამრავი მტერი უნახავს, მაგრამ ვერავინ დააჩოქა. ცალ ხელში ხმალი გვეჭირა, მეორეში კი - ყანწი. ასე მოვედით აქამდე ჩვენი წინაპრების ამაგით, მაგათ სულებს ვენაცვალე.
ასე ვაპირებთ გაგრძელებას და რამდენიც არ უნდა სცადონ ვიღაც-ვიღაცებმა, თქვენ რომ იცით იქ, ვერავინ ჩაგვითრევს ომში! 

ეს იმ კაცს გაუმარჯოს, რომელსაც კრედიტ სუსში ფული გაუყინეს, ვერტმფრენი ჰაერიდან მოუხსნეს, მონეს ნახატი ლონდონში დაუტუსაღეს, მაგრამ მაინც ჩემთვის სცალია და ამ ყველაფერს მაწერინებს!
მანდილოსანი ბრძანდებით და მოგეხსენებათ, ძუ იყოს თუნდა ხვადია, მაგრამ ის, რაც თქვენ ბ-ნ მიხეილთან მიმართებაში იკადრეთ … კავკასიაა აქ, ეს არ დაგავიწყდეთ.
რაც მე ვერ გითხარით, მიხეილმა, დიმიტრიმ და მაღალმა ღმერთმა გითხრან.
სტრატეგიული პარტნიორობის ფუძის ანგელოზი დაგვტრიალებს თავზე და ყველაფერს ხედავს.
პ.ს. ანრის უნდა აპატიოთ." წერს "გირჩი -მეტი თავისუფლება"

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი