უწყლოდ დარჩენილი ურეკი - წყალი მხოლოდ ივანიშვილის "პარაგრაფს" მიეწოდება

გამოქვეყნდა:

უწყლოდ დარჩენილი ურეკი და მოტყუებული მოსახლეობა. ადგილობრივები ხელისუფლებას დაპირების შეუსრულებლობაში ადანაშაულებენ. 

მოსახლეობას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი პრობლემის მოგვარებას 2018 წლის დაპირდა. ურეკის წყალმომარაგების მშენებლობა მართლაც დასრულდა. თუმცა, როგორც ადგილობრივები ამბობენ, ისინი დღესაც წყლისა და კანალიზაციის სისტემის გარეშე არიან დარჩენილები. თუ სამუშაოები დასრულებულია და მოსახლება ისევ იგივე პრობლემის წინაშე დგას, საინტერესოა, მაშინ ვისთვის დაიხარჯა მილიონობით ლარი და ვის მიეწოდება წყალი? ადგილობრივებს ეჭვი აქვთ, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ ერთი ადამიანისთვის გაკეთდა.  

85 მილიონ ლარზე მეტი მხოლოდ ოლიგარქის რეზიდენციისთვის დაიხარჯა. ასე ფიქრობენ ადგილობრივები და დარწმუნებულები არიან, რომ ხელსიუფლებამ ძირითადად სასტუმრო "პარაგრაფისთვის" იზრუნა. სხვა სასტუმროებს კი ათასობით ლარის გადახდა მოუწევთ, რომ წყალი შეიყვანონ.

ხმაური იყო დღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კურორტ ურეკში. მოსახლეობამ წვერმაღალის დასახლების ცენტრში აქცია გამართა.

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ამბობს, რომ მოსახლეობამ წყლისთვის ფული უნდა გადაიხადოს. თუმცა რატომ არ იყო პროექტში გათვალისწინებული ურეკის მცოვრებელების დიდი ნაწილი, ამაზე პასუხი არ აქვთ.

პროექტი ისე დასრულდა, რომ ურეკის ნახევარს წყალი არ მიეწოდება და არც კანალიზაციის სისტემაში ჩართეს.
ადგილობრივები გაჩერებას არ აპირებენ და პრობლემების მოუგვარებლობის შემთხვევაში უფრო დიდ აქციებს აანონსებენ.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი