ომის დაწყების დღიდან რუსეთში 5 300 საიტი დაიბლოკა

გამოქვეყნდა:

ომის დაწყების დღიდან რუსეთში 5300 საიტი დაიბლოკა - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, თუ ომის დასაწყისში გადაწყვეტილებებს ბლოკირების შესახებ გენერალური პროკურატურა იღებდა, ახლა პროცედურა გამარტივდა და ამას ძირითადად რაიონული სასამართლოები აკეთებენ.

ომის დაწყებიდან რუსეთში დაბლოკილია ყველა დამოუკიდებელი მედია რუსულ და სხვა ენებზე. სოციალური ქსელებიდან Twitter, Facebook და Instagram დაბლოკეს - ხოლო კომპანია Meta - ექსტრემისტულად იქნა აღიარებული.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი