
ქართული ღვინო პოლონეთს იპყრობს - პოლონელი სომელიე ქართული ღვინის ტრადიციებსა და მის პოპულარობაზე საუბრობს.
სომელიე და ქართული ღვინის ელჩი, სიმონ მილონასი, ამბობს, რომ პოლონეთში ქართული ღვინის რეიტინგი იზრდება, რაც გასაკვირი არ არის, რადგან საქართველომ გააუმჯობესა ტრადიციისა და თანამედროვეობის შერწყმა.
"ახლა ქართული მეღვინეობა ძალიან ვითარდება. ეს არის ეფექტი, სხვათა შორის რუსული ემბარგოს ქართული ღვინის ექსპორტზე [2006 წელს დაწესდა და 2013 წელს მოიხსნა].
რუსეთის გარდა სხვა ქვეყნების იმპორტის წახალისების მიზნით, ქართველებმა თავიანთი ღვინის უფრო თანამედროვე გზით წარმოება დაიწყეს. საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ იქ თაობათა შეცვლა მოხდა. ვენახებში გამოჩნდნენ ხშირად დასავლეთში განათლებული ახალგაზრდები, რომლებმაც ქართველ მეღვინეებს აჩვენეს, რომ შესაძლებელია ღვინის დაყენება ჯერ კიდევ ტრადიციული წესით, ანუ თიხის ქვევრის ამფორაში, ოღონდ თანამედროვე მიდგომით. ასეთ ღვინოს დააგემოვნებდა არა მხოლოდ ოჯახი, ახლობლები და ზოგადად ადგილობრივი ბაზარი, არამედ საერთაშორისო დონეზეც.
აქ კარგი მაგალითია პოლონეთის ბაზარი - ქართული ღვინო აქ კარგად იყიდებოდა რუსული ემბარგოს დაწესების შემდეგ. ის ასევე პოპულარულია იმის გამო, რომ ქართველებს შეუძლიათ ეტიკეტებზე ლამაზად აჩვენონ ქვევრი"- თქვა სიმონ მილონასმა.
სომელიე ამბობს, რომ პოლონეთი ქართველებისთვის დიდი და მნიშვნელოვანი ბაზარია და გაყიდვები სწრაფად იზრდება - ყოველწლიურად რამდენიმე ათეული პროცენტით.
"ქვევრის ღვინოები პოლონეთში ბევრი არა - 10%-ია, მაგრამ გაცილებით დიდი პოტენციალი აქვს. ეს არის ქართული წარმოების ის ნაწილი, რომლითაც ღირს ტრაბახი, რადგან უნიკალურია. არცერთ სხვა ქვეყანას არ შეუძლია დაიკვეხნოს ღვინის წარმოების ასეთი საოცარი გზით. ისინი ყველა იყენებენ კასრებს ან ფოლადის ქოთნებს. ქართველები კი ქვევრს!",- აღნიშნავს სომელიე.