პრემიერის უსაფუძვლო ტრაბახი და რეალური საქართველო | ქვეყანა 5 თვეში 100 ათასმა ადამიანმა დატოვა

გამოქვეყნდა:

პრემიერის უსაფუძვლო ტრაბახი და რეალური საქართველო. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომ ქვეყანა განვითარების, მშვიდობის, ეკონომიკის კუთხით ევროპის არაერთ სახელმწიფოს უსწრებს, საქსტატის ერთი სტატისტიკაც კი დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.

ბოლო 5 თვის განმავლობაში საქართველო 100 ათასმა ადამიანმა დატოვა. მიგრაციის საგანგაშო მაჩვენებლის მთავარი მიზეზი ქვეყანაში არსებული გაუსაძლისი სოციალური მდგომარეობაა. ციფრები კი რითიც ღარიბაშვილი მანიპულირებს, გაყალბებულია.

ასევე არსებობს ექსპერტების არაერთი შეფასება, რომ ოფიციალური ციფრები რეალობას ვერ ასახავს და "ქართული ოცნების" 10-წლიანმა მმართველობამ ქვეყნის ეკონომიკა ჩამოშალა და გამდიდრების ნაცვლად სახელმწიფო და ხალხი უკიდურესად გააღარიბა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი