იმიტირებული ამბოხი ძალებს იკრებს. პარლამენტის დეპუტატთა სამეულს რეგიონების საკრებულოს წევრები უერთდებიან. თუმცა, ფორმალურად "ქართული ოცნების" რიგების დატოვების მიუხედავად ე.წ. მეამბოხეები ისევ მმართველი პარტიიდან იმართებიან და ამას არაერთი ფაქტი ადასტურებს.
"ოცნების" ერთადერთი მიზანი ახლა დასავლელი პარტნიორების დისკრედიტაციის ხარჯზე "ოცნების" მფლონელი ოლიგარქის დაცვა და სანქციებისგან გადარჩენაა. "ქართული ოცნების" მთავარი მისია სახელმისუფლებო პარტიის ლიდერებმა რიგით წევრებს გადააბარეს და საზოგადოებაში აგრესიის თავიდან ასარიდებლად და დარჩენილი რეიტინგის შესანარჩუნებლად პარტნიორების ლანძღვა და თავდასხმების მოწყობა სწორედ ე.წ. ამბოხებულებს დაევალათ.
ავტორი: ნინიკო გიგაური