ამბოხებული სამეულისა და "ქართული ოცნების" რეალური ურთიერთობა გაშიფრულია. პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს ყველასთვის მოულოდნელად მმართველი პარტიიდან ვითომდა წასული ტრიოს გამართლება სცადა.
უფრო მეტიც, შალვა პაპუაშვილი და მისი გუნდის წევრები არც კი მალავენ, რომ თავადაც ნაწყენი არიან შეერთებული შტატების ელჩზე და აკრიტიკებენ მას. ამ რიტორიკით "ქართულ ოცნებაში" ფაქტობრივად გაამართლეს თავად კელი დეგნანის მოლოდინი, რომელიც ამტკიცებდა, რომ ამბოხებული სამეულის განცხადებები მმართველი პარტიის ლიდერებისას ჰგავს.
ამ დაპირისპირებაში სახელისუფლებო გუნდი ისევ ოპოზიციას ადანაშაულებს და დასავლეთისა და ადგილობრივი ოპონენტების საერთო სამიზნედ ქცეული ბიძინა ივანიშვილის დაცვას ცდილობს.