პუტინს ეშინია, რომ ომის გამო, გენერლები „ზედმეტად პოპულარულები“ გახდებიან და პოლიტიკაში კონკურენციას გაუწევენ - მედია

გამოქვეყნდა:

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დაახლოებულმა წყაროებმა განაცხადეს, რომ ვლადიმერ პუტინს რუსი გენერლების კონკურენციის ეშინია -ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია, "მედუზა" ავრცელებს. 

გამოცემის თანახმად, რუსეთის დიქტატორს ეშინია, რომ უკრაინის ომის დროს ზოგიერთმა მაღალჩინოსანმა სამხედრო პირმა შესაძლოა „გადაჭარბებული პოპულარობის“ მოიპოვოს.

რუსული მედია არ აშუქებს ფრონტზე გენერლების ქმედებებს, არამედ მხოლოდ ზოგადად საქმის „შესრულებებს“. გენერლები ახალ ამბებში მხოლოდ ჯარისკაცების დასაჯილდოებლად ჩნდებიან, ან თავად მედლის მისაღებად.

მთავარი მიზეზი, რის გამოც პუტინი საკუთარ გენერლებში კონკურენტებს ხედავს, არის ის, რომ რუსეთის პრეზიდენტი შიშობს, რომ მოქალაქეებში პოპულარობის მოპოვების შემდეგ, გენერლებმა შესაძლოა, შეწყვიტონ მისი მორჩილება და პოლიტიკაშიც კონკურენცია გაუწიონ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი