ნიუ-იორკში 15 წლის მოზარდმა 14 წლის ბიჭს დანით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა 

გამოქვეყნდა:

15 წლის ბიჭს ბრალი წაუყენეს მკვლელობაში, რომელმაც ნიუ-იორკის მეტროში 14 წლის ბიჭს დანით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. 

ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტის ცნობით, ეჭვმიტანილ მოზარდს, ასევე ბრალად ედება იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება. დაჭრა შაბათს დაახლოებით ღამის 3 საათზე მოხდა. დასავლეთის 137-ე ქუჩის მატარებლის სადგურში, ზემო მანჰეტენის ტერიტორიაზე. 

ოფიცრებმა დაჭრილი არასრულწლოვანი იპოვეს ჩრდილოეთით მიმავალ No 1 ხაზის პლატფორმაზე მუცლის არეში დანით მიყენებული ჭრილობით. ის სასწრაფო დახმარების მანქანით გადაიყვანეს ახლომდებარე Mount Sinai Hospital-ში, მაგრამ ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. 

წინასწარმა გამოძიებამ დაადგინა, რომ ჩხუბი ეჭვმიტანილსა და მსხვერპლს შორის დაიწყო გარეთ. მაგრამ რა გახდა დაპირისპირების მიზეზი ამ დრომდე უცნობია. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი