სამინისტრო საყოველთაო ჯანდაცვის ტარიფების გაზრდას არ აპირებს - კლინიკებმა პროგრამა შესაძლოა, იძულებით დატოვონ

გამოქვეყნდა:

სამედიცინო კლინიკებმა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა შესაძლოა, იძულებით დატოვონ. ამის მიზეზი მთავრობის გადაწყვეტილებებია. გუშინ, 11 ივლისს ცნობილი გახდა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში დადგენილი სამედიცინო მომსახურების ტარიფების გაზრდას არ აპირებს.

"[ჯანდაცვის] ასოციაციის სახელით ჩვენ მივმართეთ ჯანდაცვის სამინისტროს. ამ საკითხებზე გვქონდა შეხვედრებიც და მსჯელობებიც, გვქონდა ჩვენი მოქმედებებიც ყოველთვის გადავადდა ჩვენი პრობლემის გადაწყვეტა. გაუჭირდებათ ფუნქციურად გააგრძელონ თავიანთი მომსახურების მიწოდება შესაბამისად, საფრთხე არა მხოლოდ  საყოველთაოდან გასვლაა, შეიძლება, ზოგიერთ კლინიკას დაუდგეს დახურვის ან გაუქმების საჭიროება", - თქვა საჩხერის საავადმყოფოს დირექტორმა, მიშა ქარუმაძემ.

ჯანდაცვის ასოციაციამ სამინისტროს განცხადებით მიმართა. წერილი 100-ზე მეტი კლინიკის სახელით გავრცელდა. ხელმომწერები  2013 წელს დადგენილი ტარიფების  გაზრდას ითხოვენ, რადგან  ჯანდაცვის ასოციაციის განცხადებით, ფასების ზრდისა და პანდემიის შედეგებთან გამკლავების ფონზე მუშაობის პირობებში პაციენტები ზარალდებიან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი