"ქართული ოცნება" ბიუჯეტიდან თანხის არამიზნობრივ ხარჯვას ისევ განაგრძობს და ამჯერად, თბილისის საკრებულოში 37 ახალ თანამდებობას ამტკიცებს, რაც იმას ნიშნავს რომ ყოველწლიურად მოქალაქეები ახალ დასაქმებულებზე დამატებით ერთ მილიონ ლარს დახარჯავენ
ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ შესამჩნევია შტატების ზრდის და ოცნების აქტივისტების დასაქმების ტენდენცია. მათი განცხადებით, მმართველი პატია შემდგომში ამ ადამიანებს უკვე საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს.
"ამ ადამიანების ხელფასების ზრდაზე, დამატებით წელიწადში დაახლოებით 1 მლნ იქნება საჭირო, რაც რეალურად შესაძლებელი იყო მოხმარებოდა თბილისელების საჭოროებს და ამ ქალაქში უამრავი გამოწვევა გაქვს, ასევე მნიშვნელოვანია, ისიც რომ ტენდენცია როგორც ცენტრალურ დონეზე, ასევე ადგილობრივ დონეზე შტატების ზრდის და ბიუჯეტის ბიუროკრატიის გაზრდის და აქ ქართული ოცნების აქტივისტების დასაქმების საკმაოდ შესამჩნევია, და ამ ადამიანებს უკვე საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ", - ამბობს ანა გოგოლაძე, თბილისის საკრებულოს დეპუტატი ენმ-დან.
არსებული ინფორმაციით, ახალი ცვლილება რიგგარეშე სხდომაზე დღეს უნდა დამტკიცდეს.