ოლიგარქი დასავლეთიდან კრიტიკის შესაწყვეტად მილიონებს იხდის - შეფასებები ოპოზიციასა და „ოცნებაში“ განსხვავებულია

გამოქვეყნდა:

სამ მილიონ ნახევარ ლარს გადააჭარბა ფულმა, რომელითაც ბიძინა ივანიშვილის ცდილობს დასავლეთის კრიტიკა შეაჩეროს.  „ქართულმა ოცნებამ“ ამერიკაში კიდევ ერთი ახალი ლობისტური კომპანია დაიქირავა.

უკვე სამი თვეა ქართული ოცნების ლიდერების შეერთებულ შტატებში ერთი მეორეს მიყოლებით ჩადიან, თუმცა ვერ ახერხებენ რომ დასავლეთის მწვავე კრიტიკა შეაჩერონ, პოლიტიკური შტურმი ბიძინა ივანიშვილზე ყოველდღიურად ახალ ძალებს იკრებს. ახალ ლობისტურ კომპანიას ბიძინა ივანიშვილი თითქმის მილიონ  ლარს გადაუხდის და მან ოლიგარქის პარტია შეერთებულ შტატებში დემოკრატიულ და პრაგმატული პარტნიორად უნდა წარმოაჩინოს.

ამავე კონტრაქტში წერია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ კიდევ დამატებითი ფული უნდა გადაიხადო საგაზეთო სტატიებში. ოპოზიციის შეფასებით, ივანიშვილის ფულის ხარჯვა ვერ გადაარჩენს.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, თინათინ ბოკუჩავა დარწმუნებულია, რომ ლობისტების დაქირავება მმართველი პარტიის იმიჯს სტრატეგიული პარტნიორების თვალში მაინც ვერ გამოასწორებს.

„ჩრდილოვანი ბოსის მხრიდან ლობისტების დაქირავება მას ნამდვილად ვერ უშველის, იმიტომ, რომ დასავლეთში კრისტალიზდა ის აზრი, რომ ხელისუფლება მშვიდობიანი გზით უნდა შეიცვალოს, საჭიროა საქართველოს დასავლური განვითარებისთვის ამ ხელისუფლების ცვლილება. ლობისტების დაქირავება ხდება ხალხის, ბიუჯეტის ხარჯზე ნაცლად იმისა, რომ ხელისუფლებამ მიხედონ მოშიმშილე ბავშვებს, ამბობენ, რომ არ არსებობენ მოშიმშილე ბავშვები და ქირაობენ ასეთ მაღალანაზღაურებად ლობისტებს“, - განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ.

ახალი ლობისტური კომპანიის დაქირავებაში კი მმართველი გუნდი პრობლემას ვერ ხედავს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე თავს იმართლებს და ოპოზიციის ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს, მმართველი გუნდი თავის გადარჩენას ცდილობს.

„ჩვენი ოპონენტების პრეტენზიებს უბრალოდ ვერ მივიღებთ. მორალი ამ ადამიანებს არ გააჩნდათ, როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ, არის უბრალოდ პოლიტიკური მანევრი და ამაზე სერიოზული დაძაბულობა არ არის მიზანშეწონილი... ლობისტური კომპანიების მომსახურება ეხება საქართველოს სტრატეგიული ინტერესების მხარდაჭერას საზღვარგარეთ, როდესაც ასეთ მომსახურებას ვყიდულობთ. თუ ამას ყიდულობს პარტია, ეხება პარტიის პროგრამის და მისი მიღწევების მხარდაჭერას, მის გატანას საერთაშორისო ასპარესზე“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ლობისტური კომპანიის დაქირავებას მხოლოდ პოზიტიურ კონტექსტში აფასებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა. მისი განმარტებით, მსოფლიოს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაცია მიეწოდება.

„ძალიან კარგი არხია, რომ სიმართლე ვუთხრათ მთელ მსოფლიოს, თუ რა პროცესები მიმდინარეობს საქართველოში და რა რეფორმებს ვახორციელებთ. რაც შეეხება შეფასებებს ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიმართ, ეს არის სამარცხვინო და უსამართლო, იმიტომ, რომ ბატონი ბიძინა გახლავთ ჩვენი მმართველი პარტიის თავმჯდომარე, დასავლეთი გაიგებს ჭეშმარიტებას, სიმართლეს“, - განაცხადა თურნავამ.

„მთავარის“ კითხვა უპასუხოდ დატოვა და ისევ ჟურნალისტს თავს დაესხა ვიცე სპიკერი, გიორგი ვოლსკი.

მმართველმა გუნდმა ლობისტური კომპანიების დაქირავება მას შემდეგ დაიწყო, რაც სტრატეგიული პარტნიორებისგან პრემიერმა კრიტიკული წერილები მიიღო.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი