
მოსკოვის სასამართლომ კომპანია Apple 2 მლნ რუბლით დააჯარიმა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსულ სამთავრობო მედია ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, მოსკოვის ტაგანსკის რაიონულმა სასამართლომ Apple, რუსეთში რუსი მომხმარებლების მონაცემების მოპოვებაზე უარის თქმის გამო დააჯარიმა.
მოსკოვის ტაგანსკის ოლქის N422 სასამართლო ოლქის მშვიდობის მართლმსაჯულების გადაწყვეტილებით... Apple დამნაშავედ იქნა ცნობილი რუსეთის ფედერაციის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 13.11 მუხლის მე-8 ნაწილით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაში. და მას ადმინისტრაციული ჯარიმა 2 მილიონი რუბლის ოდენობით შეეფარდა, - წერია განცხადებაში.