ივანიშვილისა და პუტინის სახიფათო კავშირები - მორიგი გამანადგურებელი გზავნილი "ოცნებას"

გამოქვეყნდა:

ბიძინა ივანიშვილისა და პუტინის სახიფათო კავშირები - ამის შესახებ ამერიკელმა კონგრესმენმა მარკვეინ მალენმა "მთავარ არხთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა.

რესპუბლიკელი კანონმდებელი საქართველოს ხელისუფლების ქმედებებს და რუსეთთან საეჭვო დაახლოებას უკვე დიდი ხანია, აკვირდება. მარკვეინ მალენი, რომელიც ქართულმა საზოგადოებამ ე.წ. სანქციების კანონპროექტით გაიცნო, ამბობს, რომ საქართველოსთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი საფრთხე რუსეთია, რომელსაც ადგილზე ხელს ბიძინა ივანიშვილი უწყობს.

"ამერიკა საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლაში გვერდით უნდა დაუდგეს"- რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ამ სათაურით სტატია, დღეს, გამოცემა " ჰილსში" გამოაქვეყნა. ოკლაჰომელი კანონმდებელი უმწვავეს წერილში წერს, რომ რუსეთში განსწავლული და კორუფციული გზებით გამდიდრებული ივანიშვილი, ქართული დემოკრატიისთვის ყველაზე დიდი საფრთხეა.

ასეთი უმძიმესი ფრმულირებების მიუხედავად, უცვლელია "ოცნების" რიტორიკა. ამერიკელი კონგრესმენის მწვავე მოწოდებები მმართველი გუნდისთვის კვლავ ერთი კანონმდებლის მოსაზრებაა, რომელიც დეზინფომაციის მსხვერპლია, ან მხოლოდ ლობიზმითაა დაკავებული. 

ხელისუფლების ასეთი რეაქციისა და განცხადებების შემდეგ, პარტნიორების ღია და კრიტიკული შეფასებები მოულოდნელი არ ყოფილა ოპოზიციისთვის. როდესაც მეგობარი ქვეყანა ოკუპანტის მოკავშირეობაში გადანაშულებს ეს უკვე ვედიქტია ივანიშვილისთვის - ამბობენ პოლიტიური პარტიების წევრები.  

მარკვეინ მალენი თავის წერილში ამერიკული ბიზნესების შევიწროების თემას ტრადიციულად ბევრ დროს უთმობს და "ფრონტერას", "ჯორჯიან მაგნეზისა" და "იაკონია კაპიტალის" მაგალითზე საუბრობს, რომ საქართველოს ხელისუფლება ამ კომპანიებს გაჩერებით და ქვეყნიდან გაგდებით ემუქრება. ამ ფონზე კი როგორც "ფრონტერს რისორსის" ხელმძღვანელი გვიყვება, ამერიკაში საქართველოს ელჩს მთავრობა ამერიკული ინვესტიციების შესახებ არასწორ სტატისტიკას აწვდის - ზაზა მამულაშვილი სკანდალურ  ინფორმაციას "მთავარს" აწვდის.

სანქციების კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი მარკვეინ მალენი ამბობს, შეერთებული შტატები აკვირდება საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ პროცესებს და ქართველი ხალხის ბრძოლას თავისუფლებისკენ. თუკი ხელისუფლება მეგობრების რჩვებს არ გაითვალისწინებს, მაშინ პარტნიორების ურთიერთობა
გაცილებით მძიმე ხასიათს მიიღებს. 

პროტესტი გმირთა მოედანზე | "მთავარი არხის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი