საქმით ნათქვამი - კამპანია ივანიშვილის გადასარჩენად და ახალი ფეისბუქ გვერდი

გამოქვეყნდა:

ბიძინა ივანიშვილის გადასარჩენად ხელისუფლებამ ახალი კამპანია დაიწყო. პრემიერ ღარიბაშვილის შემდეგ ივანიშვილის ქველმოქმედებაზე და გაკეთებულ საქმეებზე წერილი დეპუტატმა წილოსანმა გაავრცელა. ისიც როგორც მთავრობის მეთაური პირად შეურაცხყოფად იღებს ივანიშვილის ოლიგარქად მოხსენიებას. თუმცა როგორც ჩანს მხოლოდ პოლიტიკოსების წერილები და განცხადებები საკმარისი არ არის, ამიტომ სოციალურ ქსელში ახალი გვერდი გაჩნდა ბიძინა ივანიშვილი - საქმით ნათქვამი .

გვერდი დასპონსორებულია იმისთვის, რომ რაც შეიძლება ბევრმა მომხმარებელმა გაიგოს ოლიგარქის სიკეთეებზე. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი