ტაილანდის პარლამენტმა სექსუალურ ძალადობაში დამნაშავეებისთვის ნებაყოფლობით ქიმიურ კასტრაციას მხარი დაუჭირა

გამოქვეყნდა:

ტაილანდის პარლამენტმა სექსუალურ ძალადობაში დამნაშავეებისთვის ნებაყოფლობითი ქიმიური კასტრაციის დანერგვას, სასჯელის შემცირების სანაცვლოდ, მხარი დაუჭირა - ინფორმაციას reuters ავრცელებს.

იმისთვის, რომ კანონი ძალაში შევიდეს, ტაილანდის მეფის ხელმოწერა სჭირდება.

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მონაცემებით, ტაილანდის ციხეებიდან 2013-2020 წლებში გათავისუფლებული 16,413 სექსუალური დამნაშავედან, 4,848-მა ხელახლა ჩაიდინა დანაშაული.

აღნიშნული კანონის დამტკიცების შემთხვევაში, ტაილანდი შეუერთდება იმ ქვეყნების მცირე ჯგუფს, რომლებიც იყენებენ ქიმიურ კასტრაციას. ასეთი ქვეყნებია პოლონეთი, სამხრეთ კორეა, რუსეთი, ესტონეთი და აშშ-ის ზოგიერთი შტატი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი