"რაც მე მაწუხებს არის პირდაპირი პროპაგანდისტული შტურმი, რომელიც ამ კოლეგების მიმართ არის ბევრი მედიასაშუალების მიმართ გამართული, რომ მოხდეს მათი სტიგმატიზება, კლიშეების მიკერება, პრორუსულობით და ანტიდასავლურობით. ეს არის ჩვეულებრივი პროპაგანდისტული ხერხი, რომ ნაცვლად იმისა, რომ ადამიანთან შეხვიდე პოლემიკაში და თუკი რაიმე კრიტიკა ან პრეტენზია აქვს, ამ პრეტენზიას დაუპირისპირო პასუხი, ნაცვლად ამისა, მიაკერო კლიშე და აღარ ჩათვალო საჭიროდ, რომ შეხვიდე პოლემიკაში. ეს არის ჩვეულებრივი პროპაგანდისტული ხერხი, სხვათა შორის, რუსეთი ძალიან აქტიურად იყენებს ასეთ ხერხს.
სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძის, მიხეილ ყაველაშვილის პრორუსებად მოხსენიება იმდენად სასაცილოა ქართული საზოგადოებისთვის, ხედავთ, რომ ამას არავინ დაიჯერებს"
თქვა პარლამენტის თავმჯდომარე პაპუაშვილმა "ოცნებას" გამოყოფილ დეპუტატებზე საუბრისას.