მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, კლინიკა ვივა მედის დირექტორი ამტკიცებს რომ მესამე პრეზიდენტი თავს ნორმალურად გრძნობს თუმცა ლაბორატორიული კვლევები სჭირდება.
მესამე პრეზიდენტის ადვოკატი კი ამბობს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ მძიმეა. შალვა ხაჭაპურიძის ინფორმაციით, მესამე პრეზიდენტისთვის კვლევების ჩასატარებლად ორმა ამერიკულმა კომპანიამ მზაობა გამოთქვა
"იყო მწოლიარე მდგომარეობაში, დილიდან არ ავმდგარვარო მითხრა, თავბრუსხვევები მაქვსო. რაც შეეხება ექსპერტიზებს, აშშ-დან ჩამოვიდა წერილები ორი საექსპერტო ბიუროდან. ჩვენი მთავარი მოთხოვნა ამ სიტუაციაში არის რაც შეიძლება სწრაფად შევარჩიოთ ისეთი საექსპერტო ბიურო იქნება ეს ამერიკული თუ ევროპული, რომელიც ძალიან სწრაფად მოახერხებს იმის ორგანიზებას, რომ ჩამოვიდნენ, შეამოწმონ, ჩაატარონ ექსპერტიზა. მთავარი აქ არის, ხელი არ შეგვიშალოს ჯანდაცვის სამინისტრომ და მოგვცეს სათანადო დოკუმენტები" ამბობს შალვა ხაჭაპურიძე.
მიხეილ სააკაშვილი მოინახულა "სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ მოინახულა და როგორც თავადვე აღნიშნა, დარწმუნდა, რამდენად მძიმეა მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა და რომ მას ნამდვილად სჭირდება საზღვარგარეთ კლინიკაში გადაყვანა.
გარდა ამისა, ვივა მედში იმყოფება "გირჩის" წევრი იაგო ხვიჩიაც, რომელიც ამბობს, რომ იქ პირად საქმეზეა, თუმცა "მთავარის" ინფორმაციით, ხვიჩია კლინიკის დირექტორს ხვდება. დეტალები უცნობია.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩიამ მიხეილ სააკაშვილი გუშინ მოინახულა.