მელიტოპოლთან ოკუპანტების მიერ დაკავებული სამხედრო ბაზა იწვის

გამოქვეყნდა:

მელიტოპოლთან ოკუპანტების მიერ დაკავებული სამხედრო ნაწილის ბაზა იწვის. ქალაქის მერის, ივან ფედოროვის ინფორმაციით, სწორედ იქ გადაიტანეს რუსებმა სამხედრო ტექნიკა მას შემდეგ რაც ერთი კვირის წინ, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დამანგრეველი დარტყმა მიაყენეს რუსულ ბაზას მელიტოპოლის აეროდრომთან. მისივე თქმით, ადგილობრივმა მოსახლეობამ დაახლოებით 25 აფეთქების ხმა გაიგო. 

"სქელი შავი კვამლი დაფიქსირდა საოკუპაციო ბაზის მხრიდან. კარგი ამბების იმედი გვაქვს! ჩვენ გვჯერა შეიარაღებული ძალების", - წერს ფედოროვი.

ცნობისთვის, 11 ივლისს, ხერსონის ოლქში, ნოვაია კახოვკაში განადგურდა რუსული საწყობი საბრძოლო მასალებით.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი