დიახ, განსაკუთრებული დამოკიდებულება გვაქვს ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის მიმართ - მდინარაძე

გამოქვეყნდა:

მამუკა მდინარაძე ამტკიცებს, რომ ივანიშვილის ოჯახთან "განსაკუთრებული დამოკიდებულება" აქვთ. თანაპარტიელების კამპანიას ოლიგარქის გადასარჩენად, დღის ბოლოს მდინარაძეც შეუერთდა და ფბ პოსტი მანაც დაწერა. ის წერს:

"დიახ, განსაკუთრებული დამოკიდებულება გვაქვს ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის მიმართ. გასაკვირი ის იქნებოდა, სხვანაირად რომ ყოფილიყო.
დამოკიდებულებასაც თავი რომ დავანებოთ, უპრეცედენტო საინფორმაციო ომში, რომელიც ცალკე ივანიშვილის და ცალკე საქართველოს წინააღმდეგ მომდინარეობს, სიმართლის გამარჯვებას უდიდესი პრინციპული მნიშვნელობა აქვს, რადგან, გამორიცხული და შეუძლებელია დავუშვათ ფილანთროპი - მიზანთროპად და ოლიგარქად, სიკეთე - ბოროტებად, დემოკრატია - ავტორიტარიზმად, პერსპექტივა - უიმედობად, წარმატებული ქართული სახელმწიფო - მაჩანჩალად, ძლიერი ქართული და ამაყი ჯარი - მკვდარზე აკიდებულ მკვდრად და ბევრი რომ არ გავაგრძელო, თეთრი შავად შეასაღონ ქართულ და საერთაშორისო საზოგადოებას.
თეორიულად რომ დავუშვათ - ეს თუ გაიტანეს, როგორღა უნდა დავიცვათ სიმართლე სხვა მიმდინარე, ყოველდღიურ თემებში?!
არ შეიძლება ქართველ ხალხზე გქონდეს წარმოდგენა, რომ მას არ შეუძლია გაარჩიოს ეს ყველაფერი ერთმანეთისგან, ან არ დააფასოს დასაფასებელი და ასე მარტივად გახდეს ყოვლად ამორალური ფეიკპროპაგანდის მსხვერპლი! 
საბედნიეროდ, ყველა ჯერზე, ქართული საზოგადოება ამტკიცებს, რომ ის დგას იქ, სადაც სიმართლე, სიკეთე, საკუთარ სამშობლოზე ზრუნვა, რწმენა და ამ ქვეყნის ღირსეული, თავისუფალი, სამართლიანი და ევროპული მომავალია!" წერს "ქართული ოცნების" დეპუტატი. 

ბიძინა ივანიშვილის ქვეყნის წინაშე დამსახურებებსა და ქველმოქმედებაზე დილით ვრცელი წერილი დაწერა და გამოაქვეყნა პრემიერმა ღარიბაშვილმა. მას მოჰყვა ნინო წილოსანი, პარტიის დანარჩენი წევრები კი იგივე პათოსს უკვე სატელევიზიო კომენტარების სახით იმეორებენ. 
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი