უკრაინის რადამ იჩქერიის დამოუკიდებლობის კანონპროექტი დაარეგისტრირა

გამოქვეყნდა:

უკრაინის უმაღლესმა რადამ დაარეგისტრირა რეზოლუციის პროექტი იჩქერიის რესპუბლიკის სახელმწიფო სუვერენიტეტის აღიარების შესახებ. ინიციატორები, სახალხო დეპუტატები ალექსეი გონჩარენკო და მუსა მაგომედოვი არიან.

გონჩარენკომ კომენტარი საკუთარ Telegram არხზე გააკეთა და განმარტა, რომ რუსეთის ფედერაციამ ძალის გამოყენებით მიიტაცა იჩქერიის ტერიტორია და რუსეთის ფედერაციაში ჩეჩნეთის რესპუბლიკის სახით შეიყვანა - "მოვუწოდებ უკრაინის პრეზიდენტს, აღიაროს იჩქერიის დამოუკიდებლობა და მივმართავ ევროკავშირის ქვეყნებს, აშშ-ს და სხვა სახელმწიფოებს, მხარი დაუჭირონ ამ ინიციატივას “- აცხადებს გონჩარენკო  

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი