"ქართული მარში - ეროვნული მოძრაობა" - "ქართული მარში", რომელიც თავისი ძალადობრივი აქციებითაა ცნობილი, პოლიტიკურ გაერთიანებად გადაიქცა. "ქართულმა მარშმა" პარტია ილია ჭავჭავაძის სახლმ-მუზეუმის ეზოში დააფუძნა, რამდენიმე წლის წინ ამ ადგილას პარტიის ყროლობა "ქართულმა ოცნებამ" გამართა.
ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის ეზოში მარშის წევრებმა ყრილობა გამართეს და პოლიტიკურ მიზნად პარლამენტში მოხვედრა გამოაცხადეს. აღნიშნულ შეხვედრაზე მარშის წარმომადგენლებმა თავიანთ პოლიტიკურ გეგმებზე საკმაოდ ბევრი ისაუბრეს და როგორც ირკვევა, მათი მთავარი მიზანი არა "ქართული ოცნების", არამედ ოპოზიციის პოლიტიკური რადარებიდან გაქრობაა.
სანდრო ბრეგაძე არ მალავდა, რომ იმ შემთხვევაში თუ ის მეათე მოწვევის პარლამენტში მოხვდება და მას ამის საკმაოდ დიდი იმედი აქვს, ის არ გამორიცხავს "ქართულ ოცნებასთან" თემატურ თანამშრომლობას. მისივე ინფორმაციით, პარტიას არანაირი გარე ძალები არ აფინანსებენ და მათი დაფინანსები წყარო, მათივე ჯიბეებია.
ჩვენი პოლიტიკური პარტია იქნება ილია ჭავჭავაძის იდეოლოგიის, ეს იქნება ეროვნული და დაფუძნებული დიდი ილიას ძირითად ფუძემდებლურ პრინციპებზე - მამული, ენა, სარწმუნოება, - განაცხადა სანდრო ბრეგაძემ.
მამული, ენა, სარწმუნოება ეს არის "ქართული მარშის" მთავარი იდეოლოგია და სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს, პარტია ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის ეზოში დაეფუძნებინათ, რამაც გამოიწვია საკმაოდ დიდი რეზონანსი, როგორც ოპოზიციის, ასევე საზოგადოების დიდ ნაწილში. რადგან მათთვის შეურაცხმყოფელია, როდესაც ექსტრემისტი, ანტიდასავლური ჯგუფები ქვეყნის მთავარი ლიბერალის სახლ-მუზეუმში პოლიტიკურ პარტიას აფუძნებენ. სახლ-მუზეუმის დირექტორმა არ იცოდა, რა საქმიანობას ეწეოდა წლების განმავლობაში "ქართული მარში" და მათ 3000 ლარად ადგილი მიაქირავა.
"ქართული მარში - ეროვნული მოძრაობა" ახლადდაფუძნებული პოლიტიკური პარტია და ილია ჭავჭავაძის, ქვეყნის მთავარი ჰუმანისტის სახელს ამოფარებული ადამიანები დღეს კვლავ საუბრობდნენ ძალადობაზე და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მნიშვნელოვანი შედეგების დადებაზე.