ანტიამერიკული პროპაგანდა სულ უფრო მასშტაბური ხდება. ქართული ოცნება, რომელსაც შეერთებული შტატების ელჩთან კონფლიქტის დამალვა სურს, აძლიერებს პარტიიდან ხელოვნურ გადინებას და ამბოხებული სამი დეპუტატის რიგებს ყოველდღიურად ახალი წევრები უერთდებიან.
უკმაყოფილო მეოცნებეები თავს უფლებას აძლევენ ღიად აკრიტიკონ დასავლური ღირებულებები, რასაც "ქართული ოცნების" სახელით ვერ აკეთებდნენ. პარალელურად ხელისუფლება კონტროლირებად მედიას ახალ დავალებას აძლევს და რამდენიმე არხის ეთერში უკვე გამოჩნდა ანტიდასავლური შინაარსის პროპაგანდა.