
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამხედროებს დაავალა გაათავისუფლონ მთელი ქვეყანა რუსი დამპყრობლებისგან - განაცხადა ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს (NSDC) მდივანმა ალექსი დანილოვმა.
„მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო იმ ფაქტზე, რომ ეს ეხება არა მხოლოდ ხერსონის რეგიონს, არამედ მთელი ქვეყნის დეოკუპაციას. პრეზიდენტი ჩვენს სამხედროებს ამოცანას უსახავს, ჩვენ ვსაუბრობთ მთელ უკრაინაზე. ჩვენ არ შეგვიძლია ერთდროულად გავათავისუფლოთ ყველა ტერიტორია, მაგრამ უმაღლესი მთავარსარდალი ადგენს ამოცანას, რომ ჩვენი მთელი ტერიტორია გათავისუფლდეს აგრესორისგან. ეს მხოლოდ დროის საკითხია“,- ამბობს დანილოვი.
ცნობისთვის, მანამდე უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ალექსი რეზნიკოვმა განაცხადა, რომ პრეზიდენტმა გასცა ბრძანება, ქვეყნის სამხრეთის გათავისუფლების მომზადების შესახებ.