დონეცკში, კორპუსის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 45-მდე გაიზარდა

გამოქვეყნდა:

დონეცკის ოლქში, ქალაქ ჩასივ-იარში მდებარე კორპუსზე რუსი ოკუპანტების სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება.

ნანგრევებიდან უკვე 45 ცხედარია ამოყვანილი. გარდაცვლილებიდან ერთი ბავშვია.

გუშინ კიდევ 9 ადამიანის გადარჩენა მოხერხდა, თუმცა 5-სართულიანი კორპუსის ნანგრევებში დაახლოებით 30-მდე ადამიანი ისევ რჩება. სამაშველო ოპერაცია 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს.

ისკანდერის ტიპის 4 რაკეტა რუსმა ოკუპანტებმა ქალაქს 10 ივლისს ესროლეს. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთის ძალები იერიშებს არც ერთი დღით არ წყვეტენ, თუმცა მათ უკვე კარგად დაინახეს, რა შეუძლია უკრაინას პარტნიორების დახმარებითა და თანამედროვე იარაღის გამოყენებით.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი