
ხერსონის ოლქში, უკრაინულმა ავიაციამ რუსი ოკუპანტების საბრძოლო მასალის 2 საცავზე და ცოცხალ ძალაზე დარტყმა განახორციელა. ინფორმაციას "სამხრეთის" ოპერატიული სარდლობა ავრცელებს.
"ხერსონის ოლქში, ნოვოპეტრივკას რაიონში ჩვენმა ორმა მოიერიშე თვითმფრინავმა მტრის საბრძოლო მასალის საცავსა და კონცენტრაციაზე დარტყმა განახორციელა. მტრის 3 მებრძოლი ცდილობდა ჩვენი ავიაციისთვის ხელის შეშლას, თუმცა უშედეგოდ", - ნათქვამია განცხადებაში.
სარაკეტო და საარტილერიო დანაყოფების მიერ საცეცხლე ამოცანების შესრულებისას, განადგურდა 30 რუსი ოკუპანტი, 122 მმ-იანი ჰაუბიცა, ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა "ურაგანი", 4 ერთეული ჯავშანტექნიკა და მანქანა, ასევე საბრძოლო მასალის 2 საველე საცავი.