ოპოზიცია რიგგარეშე სხდომის დანიშვნის  მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას იწყებს და პრეზიდენტს გადაუგზავნის

გამოქვეყნდა:

ოპოზიცია რიგგარეშე სხდომის დანიშვნის  მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას იწყებს. ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ რომ კვირის ბოლომდე საჭირო 38 დეპუტატის თანხმობის მიღებას შეძლებენ, რის შემდეგაც დოკუმენტს საქართველოს პრეზიდენტს გადაუგზავნიან. საბოლოოდ გადაწყვეტილება სწორედ  სალომე ზურაბიშვილმა უნდა მიიღოს. 

ოპოზიცია რიგგარეშე სხდომის გამართვას ითხოვს, სადაც ის საკითხები უნდა გავიდეს, რომელიც მათი მოსაზრებით ევროკავშირის მოთხოვნების სწრაფად შესრულებას უზრუნველყოფს.

პარალელურად არასამთავრობო სექტორი ქართულ ოცნებას ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების სამუშაო ჯგუფებში ჩართვას სთხოვს, შესაბამისი განაცხადი პარლამენტის თავმჯდომარეს უნდა გადაეგზავნა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი