რუსი ოკუპანტები მომდევნო კვირას სავარაუდოდ, სივერსკისა და დოლინას აღებას შეეცდებიან - ბრიტანეთი

გამოქვეყნდა:

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის განახლებაში წერია, რომ რუსი ოკუპანტები უკრაინის სახელმწიფოს ლეგიტიმურობისათვის ძირის გამოთხრას აგრძელებენ და ქვეყნის ოკუპირებულ ნაწილებზე საკუთარი "მმართველობის" გამყარებას ცდილობენ.

ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, მომდევნო კვირის განმავლობაში რუსული მხარე სავარაუდოდ, უკრაინული ქალაქების - დოლინასა და სივერსკის აღებაზე გაამახვილებს ყურადღებას.

რაც შეეხება სლავიანსკისა და კრამატროსკის რაიონებს, უწყების თქმით, აღნიშნული რაიონები რუსი ოკუპანტების მთავარ სამიზნედ რჩება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი