პოლიტიკური პატიმრები და ოლიგარქიული მმართველობა - ევროპარლამენტარები საქართველოს შესახებ სვენ მიქსერის მომზადებული რეზოლუციის პროექტს განიხილავენ:
"საქართველო ერთ დროს ლიდერი იყო აღმოსავლეთ პარტნიორობაში და ახლა ჩამორჩა. ერთი ოლიგარქი აგრძელებს გავლენის მოხდენას პოლიტიკურ ცხოვრებაზე და ვხედავთ პოლიტიკურ პატიმრებს, მათ შორის ყოფილ პრეზიდენტსა და ოპოზიციური ტელეარხის დირექტორს." თქვა სიტყვით გამოსვლისას ევროდეპუტატმა მირიამ ლექსმანმა.
გარდა ამისა, რასა იუკნევიჩიენემ "ქართულ ოცნებას" განუმარტა რას ნიშნავს დეოლიგარქიზაცია.
ცნობისთვის, რეზოლუციის განხილვას ევროპარლამენტში ნიკა გვარამიას მეუღლე სოფო ლილუაშვილი და ადვოკატი, თამთა მურადაშვილი ესწრებიან.
იხილეთ ასევე: