საქართველოს ვთხოვთ, გააგრძელოს ქვეყნის დემოკრატიზაცია... მშვენივრად იციან, რა უნდა გააკეთონ - ევროპარლამენტარი

გამოქვეყნდა:

ევროპარლამენტარი დოროთა დლუჩი ამბობს, რომ აუცილებელია, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებამ და მთავრობამ EU-ს მიერ შეთავაზებული რეფორმების შესასრულებლად ერთად იმოქმედოს. ამასთან დაკავშირებით მან ევროპარლამენტში მიმდინარე სესიაზე ისაუბრა.

დოროთა დლუჩიმ აღნიშნა, რომ საქართველოს პროგრესის მისაღწევად ყველაფერი აქვს და ქვეყანამ ეს შანსი უნდა გამოიყენოს. 

"ვფიქრობ, მნიშვნელოვანი რეზოლუციაა. ნამდვილად სწორად აქვთ ხაზგასმული მოხსენებაში ის მომენტი, რომ ეს არის საქართველოსთვის ისტორიულად გადამწყვეტი დრო. ჩვენ ვფიქრობთ, რომ აუცილებლად საზოგადოებამ და მთავრობამ ერთად უნდა იმოქმედოს იმისთვის, რომ განახორციელოს ის რეფორმები, რომელიც ევროკავშირმა შესთავაზა მას. ჩვენ რასაც ვხედავთ, სრულიად საწინააღმდეგოა. ჩვენ ვხედავთ ცალკე გეგმას მთავრობის, ცალკე ოპოზიციის. ყველაფერი უნდა გაკეთდეს ინკლუზიურად.

ამ ბოლო დროს საქართველოს ვთხოვთ, გააგრძელოს ქვეყნის დემოკრატიზაცია, განსაკუთრებით სასამართლოს რეფორმის მიმართულებით. მშვენივრად იციან, რა უნდა გააკეთონ. მათ აქვთ ყველანაირი კომპონენტი იმისთვის, რომ მოახდინონ პროგრესი, აქვთ მხარდაჭერა გასატარებელი რეფორმების. საქართველოს ჰყავს ძალიან ქმედითი სამოქალაქო საზოგადოება. აუცილებლად უნდა გადადგას საქართველომ შემდეგი ნაბიჯები. ეს არის აუცილებლად პარტიებს შორის თანამშრომლობა და სწორი პოლიტიკური ნარატივი. ვფიქრობთ, რომ საქართველოს მთავრობამ აუცილებლად უნდა ჩაეჭიდოს ამ შესაძლებლობას.

აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და თავდაცვითი საშუალებები. ვეხმარებით საქართველოს თავდაცვით ძალებს და აუცილებლად უნდა გავაგრძელოთ ეს ორმაგი გზავნილი: მოთხოვნა რეფორმების  და ასევე უნდა გავუგზავნოთ გზავნილი, რომ მათ აქვთ ევროკავშირის მხარდაჭერა. 6 სექტემბერს იქნება სსხდომა ასოცირების საბჭოში და იქ განიხილება ეს საკითხები", - თქვა დოროთა დლუჩიმ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი