რაღაც ხდება საქართველოს პოლიტიკურ სისტემაში, რაც ოპტიმისტურ განწყობაზე არ გვაყენებს - პეტრას აუსტრევიჩუსი

გამოქვეყნდა:

მმართველმა პარტიამ უნდა შეასრულოს კომისიის მიერ ჩამოთვლილი 12 პრიორიტეტი - თქვა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას პეტრას აუსტრევიჩუსმა. ევროპარლამენტარები საქართველოს შესახებ სვენ მიქსერის მომზადებული რეზოლუციის პროექტს განიხილავენ:

"რაღაც ხდება საქართველოს პოლიტიკურ სისტემაში, რაც ოპტიმისტურ განწყობაზე არ გვაყენებს. მმართველმა პარტიამ უნდა შეასრულოს კომისიის მიერ ჩამოთვლილი 12 პრიორიტეტი. ეს ძალიან მარტივია და ამაზე მარტივი დავალება ვერ იქნება. იდეალური დროა ახლა საქართველოსთვის, რომ აღმოფხვრას დაპირისპირება, რადგან ეს საქართველოსთვის არის კარგი და არა ვინმე სხვისთვის" - თქვა პეტრას აუსტრევიჩუსმა

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი