იტალიამ საქართველოს საზღვრები გაუხსნა. ოფიციალური რომის გადაწყვეტილებით, საქართველოს მოქალაქეებს, ქვეყანაში ჩასვლის შემთხვევაში, ვიზიტის მიზეზის დასაბუთება არ დასჭირდებათ, თუმცა 14-დღიანი საკარანტინო პერიოდის გავლა მოუწევთ.

იტალიის შემდეგ, ევროკავშირის ინიციატივა შვედეთის მთავრობამაც გაიზიარა და საქართველოს მოქალაქეებს ქვეყანაში მოგზაურობისკენ მოუწოდა. შვედეთში სტუმრობის შემთხვევაში, ტურისტებს მხოლოდ კორონავირუსზე ჩატარებული ტესტის პასუხის წარდგენა დასჭირდებათ.

მიუხედავად ევროკავშირის ქვეყნების ამ გადაწყვეტილებისა, საქართველო საზღვრებს 1-ელ აგვისტომდე არ გახსნის.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი