ლევან ვარშალომიძეს, რომელიც პარლამენტში ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“ პარტიული სიით არის დეპუტატი, სავარაუდოდ ვადაზე ადრე შეუწყვეტენ სადეპუტატო უფლებამოსილებას. მიზეზი გაცდენებია.
„ის თითქმის 2 წლის განმავლობაში ერთხელაც არ გამოჩენილა პარლამენტში. ასე რომ, ამის გადაწყვეტა ადგილმონაცვლეების შემოსვლა კი არ არის, ამის გადაწყვეტაა, რომ დეპუტატმა უნდა იაროს სამსახურში. ეს არის მისი სამსახური, რომ ემსახუროს ხალხს, ემსახუროს ამ შენობიდან და სამსახურში უნდა იაროს“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
საკითხს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი 14 ივლისის სხდომაზე განიხილავს. დასკვნას კი საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად უახლოეს პლენარულ სხდომაზე წარადგენს.