პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილი, ოპოზიციის მიერ რიგგარეშე სესიის მოწვევის მოთხოვნასთან დაკავშირებით ამბობს, რომ რაზეც ისინი საუბრობენ, რადიკალიზაციაა. მისი თქმით, ამ სესიისთვის ოპოზიციას დღის წესრიგი არ აქვს.
"უკვე იმდენი ხანია ამაზე საუბრობენ, რომ ახლა მალე მოვა მორიგი სესია, ასე რომ, მე მგონი მორიგ სესიამდე ვერ შეთანხმდებიან საბოლოო ჯამში ამ საკითხზე, მარტივი მიზეზის გამო, თვითონაც ხვდებიან, დღის წესრიგი არ აქვთ ამ სესიისთვის, რაზეც ისინი საუბრობენ, ეს არის მხოლოდ რადიკალიზაციის სურვილი, გარდა ამისა, რაც შეეხება ხელმომწერებს, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, საჯაროდაც ჩანს, ოპოზიციის ლამის ნახევარი საზღვარგარეთ არის, ასე რომ არ მგონია მათ ჰქონდეთ, რიგგარეშე სესიის მოწვევის რეალური გეგმა, საუბარი გვესმის, შინაარსი ამ სესიას არ გააჩნია არანაირი, რაზეც ისინი საუბრობენ, ეს არის სწორედ რადიკალიზაცია", - თქვა შალვა პაპუაშვილმა.
მისი განცხადებით, ოპოზიციას ალტერნატივა, გარდა იმისა, რომ იმ სამუშაო პროცესის ნაწილი იყოს, რომელიც მმართველი გუნდის მიერ მიმდინარეობს არ გააჩნია. პაპუაშვილის თქმით, ერთადერთი ვინც ისვენებს, ეს "რადიკალური ოპოზიციაა", ხოლო პარლამენტი, მუშაობს.