ირაკლი კობახიძის სარკასტული გამონათქვამები აუარესებს სიტუაციას და გვაჩვენებს, რომ "ქართული ოცნება" სხვა გზას ადგას - გალერი

გამოქვეყნდა:

ქართული ოცნების თავმჯდომარის სარკასტული გამონათქვამები აუარესებს სიტუაციას - აცხადებს ევროპარლამენტარი მაიკლ გალერი ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

ევროდეპუტატებმა ბრიუსელში საქართველოს შესახებ, მორიგი მწვავე რეზოლუციის პროექტი განიხილეს. რეზოლუციის პროექტის ავტორი დეპუტატი სვენ მიქსერია.

გალერიმ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ირაკლი კობახიძის განცხადებები EU-ს კანდიდატის სტატუსისა და ომში ჩართვაზე, აჩვენებს, რომ "ქართული ოცნება" სხვა გზას ადგას.

"ვფიქრობ, ქართველმა ხალხმა კარგად იცის, ვისი ბრალია, რომ საქართველომ ვერ მიიღო იგივე სტატუსი, რაც უკრაინამ და მოლდოვამ. ვფიქრობ, ქართული ოცნების თავმჯდომარის სარკასტული გამონათქვამები, რომ თუ საქართველო დეკემბრისთვის ომში ჩაერთვება, ის აუცილებლად მიიღებს კანდიდატის სტატუსს, საქმეს არ შველის. პირიქით, აუარესებს სიტუაციას და გვაჩვენებს, რომ ქართული ოცნება სრულიად სხვა გზას ადგას. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ქართული ოცნება კონცენტრირდეს კომისიის მიერ წარდგენილ 12 პუნქტზე, რათა ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს." თქვა ევროდეპუტატმა. 

გალერი ნიკა გვარამიას პოლიტიკურ პატიმრობასა და 19 ივლისს დანიშნულ სააპელაციო საქმის განხილვასაც შეეხო:

"გარდა ამისა, მინდა ყურადღება გავამახვილო მართლმსაჯულების რეფორმაზე და ვთქვა, რომ არასდროს არის გვიანი შეცდომების გამოსწორება. ეს განსაკუთრებით ეხება ნიკა გვარამიას, ტელეკომპანია "მთავარის" ხელმძღვანელს, რომელიც ძალიან საეჭვო ბრალდებებით ჩასვეს ციხეში. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ სააპელაციო სასამართლო გამოიყენებს შესაძლებლობას და გაამართლებს გვარამიას მომავალი კვირის სამშაბათს, რათა გამოსწორდეს ძველი შეცდომები და საქართველოში აღდგება თავისუფალი მედიის ხმა." თქვა მაიკლ გალერიმ.

იხილეთ ასევე:

ავტორი: რამაზ ხატიაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი