ენმ-ს ლიდერები რუსეთის სანქცირების ჯგუფის კოორდინატორს, მაიკ მაკფოლს შეხვდნენ

გამოქვეყნდა:

ენმ-ს ლიდერები ხატია დეკანოიძე და პეტრე ცისკარიშვილი  სტენფორდში მაიკ მაკფოლსა და ფრენსის ფუკუიამას შეხვდნენ.

მაკფოლი რუსეთში ამერიკის ყოფილი ელჩი და უკრაინის პრეზიდენტის მიერ შექმნილი, რუსეთის სანქცირების ჯგუფის კოორდინატორია. 

სანქციების სიაზე მუშაობს ფუკუიამაც.

მან გასულ კვირას "პალიტრანიუსის" ეთერში საუბრისას განაცხადა, რომ იწყებენ მსჯელობას და  განხილავენ საქართველოდან და ბელარუსიდან ადამიანების დასანქცირებას, თუმცა კონკრეტული გვარები მას არ დაუსახელებია. 

ოპოზიციონერების შეხვედრას მაკფოლთან პარლამენტის თავმჯდომარე პაპუაშვილი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ შეხვედრაზე წასული ოპოზიციონერების პოლიტიკაა „რამენაირად ავნონ საქართველოს“.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი