ჟურნალისტებმა საკუთარ პატრიოტულ გულში ჩაიხედონ, როცა დეზინფორმაციულ სიუჟეტებს ამზადებენ საქართველოს წინააღმდეგ - პაპუაშვილი

გამოქვეყნდა:

"როდესაც ამდენი ინფორმაცია არის ტყუილი, ამდენი ინფორმაცია თითქოს სანქციების გვერდის ავლა ხდება საქართველოში, არის ტყუილი, ჩვენ, თითოეული ჩვენგანი, როგორც მოქალაქე, ხომ უნდა დავფიქრდეთ, რომ რა მიზანი აქვთ იმ ადამიანებს, რომლებიც ასეთ ტყუილებს იგონებენ, ავრცელებენ, ერთადერთი მიზანი ხომ არის, ქვეყანას ავნონ. ამიტომ აქ ყველამ საკუთარ პატრიოტულ გულში უნდა ჩაიხედოს, მათ შორის მედიის თანამშრომლებმა საკუთარ პატრიოტულ გულში ჩაიხედონ როდესაც ასეთი დეზინფორმაციული სიუჟეტების მომზადება ხდება საქართველოს წინააღმდეგ, დაფიქრდნენ ამით რას უკეთებენ საკუთარ თავს, თავის ოჯახს, თავის შვილებს, თავის მშობლებს, საკუთარ სამშობლოს და ასე შეხედონ ამ ყველაფერს".

ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი