გერმანია 1 აგვისტოდან რუსული ქვანახშირის, 31 დეკემბრიდან კი ნავთობის ყიდვას შეწყვეტს

გამოქვეყნდა:

1 აგვისტოდან გერმანია სრულად იტყვის უარს რუსული ქვანახშირის შეძენაზე, ხოლო 31 დეკემბრიდან - რუსული ნავთობის შეძენაზე.  ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

როგორც მედია წერს, გერმანიაში იმპორტირებული ქვანახშირისა და ნავთობის 40% რუსეთზე მოდიოდა.

"ნებისმიერმა, ვინც იცის Druzhba-ს მილსადენის ისტორია, რომელიც აღმოსავლეთ ევროპაში საბჭოთა იმპერიის ინსტრუმენტი იყო, ასევე იცის, რომ ამ დამოკიდებულებისგან გათავისუფლება არაა ტრივიალური საქმე, თუმცა ჩვენ ამას რამდენიმე თვეში შევძლებთ“, - ამბობს გერმანიის ფინანსთა მინისტრის მოადგილე იორგ კუკისი

ცნობისთვის, რუსული ქვანახშირის იმპორტის აკრძალვა სანქციების მეხუთე პაკეტის ფარგლებში მოხდა, რომელიც 10 აგვისტოდან უნდა ამოქმედდეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი