დავით უსუფაშვილმა პრეზიდენტს საპარლამენტო ოპოზიციის ერთობლივი განცხადება გადასცა

გამოქვეყნდა:

"ლელოს" ლიდერმა დავით უსუფაშვილმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს საპარლამენტო ოპიზიციის ერთობლივი განცხადება გადასცა. როგორც მან სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ თქვა, პრეზიდენტს რიგგარეშე საპარლამენტო სესიის მოწვევის თხოვნით მიმართა. 

მისივე თქმით, რიგგარეშე სხდომაზე ის საკითხები უნდა გავიდეს, რომელიც ევროკავშირის მოთხოვნების სწრაფად შესრულებას უზრუნველყოფს. 

ჩვენ გვინდა, რომ დრო არ დავკარგოთ, ჩვენ გვინდა, რომ სწრაფად გადავდგათ ერთობლივი ნაბიჯები. თუ ჩვენ სექტემბრამდე ერთად ვერაფერი ვერ მოვახერხეთ, ჩვენ მათ სამუშაო ჯგუფებში არ შევედით, მათ უარი თქვეს იმ გადაწყვეტილებების ბოლომდე მიყვანაზე რაც ერთობლივად მივიღეთ, მაშინ ჩვენ დავშორდებით ერთმანეთს. ევროპა გვეუბნება, ერთად დაჯდომით უნდა მიიღოთ გადაწყვეტილებებიო.

მოვახსენე ეს დეტალები, ისიც, თუ რიგგარეშე სესია რა მოქნილობის საშუალებას აძლევს უმრავლესობას რომ ჩვენ მართლა ერთობლივად ვიმუშაოთ. ისიც ვუთხარი, რომ ზაფხულში რიგგარეშე სესიები ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა. პრეზიდენტს ექნება 48 საათი იმისთვის, რომ გამოსცეს აქტი სესიის მოწვევის თაობაზე, ხოლო თუ ეს არ მოხდა და მან ეს აქტი არ გამოსცა, მაშინ უკვე პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით ხდება საპარლამენტო პროცესის დაწყება, - ამბობს უსუფაშვილი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი