რუს კომიკოსს საქართველოში შემოსვლაზე უარი უთხრეს

გამოქვეყნდა:

რუსი კომიკოსი, გარიკ ოგანისიანი საქართველოში არ შემოუშვეს. ამის შესახებ Twitter-ზე თავად დაწერა. 

"უარი მითხრეს საქართველოში შესვლაზე. ვინმეს მსგავსი რამ შემთხვევია? რა გავაკეთო?", - დაწერა მან.

ოგანისიანმა Twitter-ზე ფოტოც გამოაქვეყნა, რომელის მიხედვითაც მას საზღვარზე შემოსვლაზე უარი ეთქვა, რადგან "არ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა მოთხოვნებს".

ამის შემდეგ მან დაწერა ისიც, რომ "სომხეთ-საქართველოს საზღვარზე ძაღლთან ერთად ცხოვრების გადაწყვეტილება მიიღო". საქართველოში შემოსვლას ის სწორედ სომხეთიდან ცდილობდა.

ცნობისთვის, გარიკ ოგანისიანი პროექტ Stand-Up Club #1-ის მონაწილეა. ის გადაცემა "ვეჩერნი ურგანტის" სცენარისტიც იყო. 2021 წლის აგვისტოში მან რუსეთის ტელევიზიის "პირველ არხზე" არსებული ცენზურის შესახებ განაცხადა, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ კი გადაცემა ეთერიდან საერთოდ გაქრა, მისმა წამყვანმა კი რუსეთი დატოვა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი