ევროპარლამენტიდან გაჟღერებულმა მკაფიო გზავნილმა წერიტილი დაუსვა "ქართული ოცნებას" გეგმას და პოლიტიკურ სპეკულაციებსაც. მმართველ გუნდს დღეს დაბნეულობა აშკარად ეტყობოდა და ივანიშვილის პოლიტიკურმა კლანმა სტრატეგიულ პარტნიორებს ისევ ტრადიციული ტაქტიკით, თავდასხმით უპასუხა.
"ქართული ოცნების" ლიდერები, რომლებიც დღეს ვერ მალავდნენ ვერც ბრაზს და ვერც აგრესიას ბიძინა ივანიშვილს საქართველოსთან აიგივებენ და აცხადებენ, რომ ოლიგაქრის არასასურველ კონტექსტში ხსენება უმაღლესი ტრიბუნიდან ქვეყნის ინტერესების გაუთვალისწინებლობაა.