DIOR VALENTINO-სგან კომპენსაციას ითხოვს

გამოქვეყნდა:

ფრანგული მოდის სახლი DIOR იტალიური მოდის სახლი VALENTINO-სგან 100 000 ევროს ოდენობის კომპენსაციას ითხოვს.

გამოცემა WWD-ის ინფორმაციით, საქმე ეხება, 8 ივლისს რომში "ესპანურ კიბეზე" გამართულ მოდის ჩვენებას, რომელმაც DIOR-ის მტკიცებით, მის მომხმარებელს გზა დაუბლოკა. DIOR-ის მაღაზია იმავე ქუჩაზე "ესპანური კიბეების" წინ მდებარეობს. 

DIOR-ის გაგზავნილი წერილის თანახმად, ფრანგული მოდის სახლი VALENTINO-ს თანხის გადასახდელად 2 კვირას აძლევს. წინააღმდეგ შემთხვევაში კი DIOR "მიმართავს ყველა საჭირო ზომებს, რათა დაიცვას თავისი უფლებები".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი