თუ სანქციები დაწესდა, გამოდის, რომ ბიძინა ივანიშვილისგან ვიღაცას რაღაც კონკრეტული უნდა... | კობახიძე

გამოქვეყნდა:

"თუ სანქციები დაწესდა, გამოდის, რომ ბიძინა ივანიშვილისგან ვიღაცას რაღაც კონკრეტული უნდა... რა შეიძლება უნდოდეს, ამას დღეს შეგნებულად არ ვიტყვი", - ამის შესახებ "ქართული ოცნების" ლიდერმა ირაკლი კობახიძემ TV იმედის ეთერში თქვა. 

თუ სანქციებზე სერიოზულად დაიწყებს ვინმე საუბარს, მაშინ ღრმავდება ის ეჭვები, რაც საზოგადოებაში ისედაც მუსირებს. რომ ვიღაცას რაღაც განსაკუთრებული უნდა კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილისგან, რაღაცას სთხოვენ მას, რაღაც კონკრეტულს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, შეიძლება ვიღაცამ რაღაცა იდემაგოგოს და ისაუბროს იმაზე, რომ ჩართულია ეს კაცი პოლიტიკაში და ა.შ. ყოველგვარი ფაქტების გარეშე, ეს ერთი. მაგრამ მთავარი ხომ რეალობაა. ყველამ იცის, რომ არავიტარი ფაქტი არ არსებობს და ეს ხომ კარგად იციან თვითონ იმ ადამიანებმა რომლებმაც შეიძლება თეორიულად სანქციები დააწესონ.

თუ ასეთი რამე თეორიულად მოხდა, მაშინ გამოდის, რომ ამ კაცისგან ვიღაცას მართლა რაღაც კონკრეტული უნდა. რა შეიძლება უნდოდეს, ამას შეგნებულად არ ვიტყვი დღეს. მაგრამ საზოგადოება დაახლოებით მიხვდება რაზე შეიძლება იყოს საუბარი. აქედან გამომდინარე, მე მგონია, რომ სანქციების დაწესება, ვინც არ უნდა გააკეთოს ეს, იქნება აბსოლუტურად კონტრპროდუქტიული. ერთადერთი რამ, რაც შეიძლება მოხდეს, გაიშიფრება გარკვეული ზრახვები რაც საზოგადოებისთვის უკვე ბოლომდე ცხადი გახდება, - ამბობს კობახიძე. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი