როგორ, რა ფორმით შეიძლება იყოს ეს ადამიანი [ივანიშვილი] პოლიტიკურ პროცესებში ჩართული და როგორ შეიძლება ახერხებდეს გამოჩენის გარეშე მთელი სახელმწიფოს კონტროლს, რასაც ამტკიცებენ. არ ვიცი ეს რამდენად სერიოზულად შეიძლება ამტკიცოს ვინმემ, ეს რომ აღიარონ, მაშინ უნდა აღარონ, რომ ამ ადამიანს ხელს უწყბს რაღაც ზებუნებრივი ძალები, არც ამას აღიარებენ და თან ჯიუტად იმეორებენ იგივეს.
[...]
ავიღოთ მაგალითად ტელევიზიის მართვა, როგორ წარმოგიდგენიათ ტელევიზიის მენეჯერი დილაობით არ მოდის სამსახურში და აკონტროლებს ტელეკომპანიას. ერთი კორპორაციის მართვაც კი რთულია, თუ ყოველდღიურად არ დადიხარ სამსახურში, ან კვირაში ერთხელ თუ მაინც არ მიდიხარ, რამდენიმე ასეული ადამიანია და წარმოიდგინეთ, 4 მილიონიანი ქვეყანა, საერთოდ არ ჩნდები და აკონტროლებ სიტუაციას ამ სახელმწიფოში ყოველგვარი გამოჩენის გარეშე, თვეში ერთხელ ვიღაცას ურეკავ, თუ არ ვიცი რა წარმოუდგენიათ.
- თქვა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ "იმედის" ეთერში.