"იმედის სხივი კრიზისებით ჩაბნელებულ სამყაროში" - გუტერეში უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის მოლაპარაკებებზე

გამოქვეყნდა:

გაერო-ს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში რუსეთს, უკრაინას, თურქეთსა და გაეროს ოფიციალურ პირებს შორის მარცვლეულის ექსპორტის საკითხზე თურქეთში გამართულ მოლაპარაკებებს ეხმაურება.

როგორც ის Twitter-ზე წერს, უკრაინული საკვები პროდუქტების შავი ზღვის გავლით ექსპორტის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. 

"იმედის სხივი კრიზისებით ჩაბნელებულ სამყაროში. სტამბულში ჩვენ ვნახეთ მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი უკრაინული სასურსათო პროდუქტების შავი ზღვის გავლით ექსპორტის უზრუნველსაყოფად. მივესალმები ყველას ერთგულებას, ვინც მუშაობს ჩვენი საერთო კაცობრიობისთვის შეთანხმების უზრუნველსაყოფად", - წერს გუტერეში.

ცნობისთვის, თურქეთის თავდაცვის მინისტრმა, ჰულუსი აკარიმ გუშინ განაცხადა, რომ მოლაპარაკებების შედეგად, უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტზე შეთანხმება მიღწეულია. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი