
რუსმა ოკუპანტებმა გამთენიისას დონეცკის ოლქში, კრამატორსკის ინდუსტრიულ ზონაზე საჰაერო-სარაკეტო დარტყმები განახორციელეს. ინფორმაციას კრამატორსკის საქალაქო საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს.
"საგანგაშო დილა. კრამატორსკის ინდუსტრიულ ზონაზე საჰაერო სარაკეტო დარტყმები განახორციელეს. ქალაქის ზოგიერთ რაიონს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა", - ამბობს ქალაქის მერი, ალექსანდრ გონჩარენკო.
მანვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ თავდასხმის საფრთხე ისევ არსებობს და მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდა.
Ukrinform-ის ცნობით, გუშინ რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის ოლქში კიდევ სამი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს.