ის ტემპი, რომლითაც საქართველო წინსვლას შეძლებს, საქართველოს ხელისუფლების ხელშია - ჰარცელი

გამოქვეყნდა:

"ის ტემპი, რომლითაც საქართველო წინსვლას შეძლებს, საქართველოს ხელისუფლების ხელშია. ევროკომისიის მოსაზრებაში განსაზღვრულია შემდგომი ნაბიჯები და ძირითადი პრიორიტეტები, რომლებზეც უნდა მოხდეს რეაგირება და რომელთა შესრულება სავსებით შესაძლებელია. ევროპული გზა რჩება დამსახურებაზე დაფუძნებულ პროცესად, რომელიც ზედმიწევნით მიყვება საკვანძო რეფორმების განხორციელებისას მიღწეულ პროგრესს.

წევრობისკენ მოკლე გზა არ არსებობს: მხოლოდ ხელშესახები პროგრესი იქნება პროცესში წარმატებული წინსვლის საწინდარი. გადაწყვეტილებები, რომელსაც ევროკავშირი სამომავლო ნაბიჯებთან დაკავშირებით მიიღებს, კვლავაც მისი წევრი სახელმწიფოების ხელშია და მათი მისაღებად – პროცედურის მიხედვით – ერთსულოვნება აუცილებელია". 

ამბობს ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი კითხვაზე პასუხად, მიიღებს თუ არა EU საქართველოს თურქეთზე ადრე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი